ახალი ამბები

კოვიდის 3270 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი – 15 ოქტომბერ

15 ოქტომბერი, 2021 • 1412
კოვიდის 3270 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი – 15 ოქტომბერ

15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის საიტზე, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ პერიოდში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 26 ადამიანი.

ამ ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 093 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 592 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 501 – PCR ტესტით.

14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი.

ბოლო მონაცემებით, გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი გამოვლინდა იმერეთსა და კახეთში:

  • თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა;
  • იმერეთი – 700,
  • კახეთი – 586,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 315,
  • აჭარა – 178,
  • ქვემო ქართლი – 191,
  • შიდა ქართლი – 149,
  • გურია – 86,
  • მცხეთა-მთიანეთი – 50,
  • სამცხე-ჯავახეთი – 64,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს, ხოლო გარდაცვილთა რაოდენობა – 9 396-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი