საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 982 ადამიანი, ჩატარდა 52 620 ტესტირება.
რაც შეეხება დადებითობას, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8%-ია, ბოლო 14 დღის- 7,21%, ხოლო ბოლო 7 დღის – 8,57%. დღიურად აიცრა 6 110 ადამიანი.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 272
- აჭარა – 134
- იმერეთი – 899
- ქვემო ქართლი – 223
- შიდა ქართლი – 250
- გურია – 100
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401
- კახეთი – 702
- მცხეთა-მთიანეთი – 99
- სამცხე-ჯავახეთი – 99
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
საქართველოშიკორონავირუსის 649 407 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 607 563 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 370 გარდაიცვალა.