ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი და გამოჯანმრთელდა კიდევ 1 586 პირი.
stopcov.ge-ს თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 386 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 217 და PCR ტესტით – 17 169.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%
ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 1 379 შემთხვევა,
- აჭარა – 171,
- იმერეთი – 1 028,
- ქვემო ქართლი – 257,
- შიდა ქართლი – 298,
- გურია – 143,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444,
- კახეთი – 889,
- მცხეთა-მთიანეთი – 80,
- სამცხე-ჯავახეთი – 96,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 837 აცრა გაკეთდა.
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 256, საიდანაც 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 605, აჭარაში – 435, იმერეთში – 1 161.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 333, აჭარაში – 78, იმერეთში – 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 18, იმერეთში – 27.
803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 424 – თბილისში, 241 – აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — დასძენს საქართველოს მთავრობა.