ჩეხეთმა აღიარა საქართველოს მიერ გაცემული კორონავირუსზე ვაქცინაციის სერთიფიკატი. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

თავის მხრივ სერთიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სულ მცირე 14 დღე უნდა იყოს გასული სრული ვაქცინირებიდან;
  • სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ნიმუშს;
  • ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ვროპის წამლის სააგენტოს მიერ) აღიარებული ვაქცინით, როგორიცაა „ასტრაზენეკა“ ; „მოდერნა“; „ფაიზერი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ სერთიფიკატი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, აცრილ პირებს შეეძლებათ ჩეხეთში მოგზაურობა.

ასევე, ვაქცინირებულებს შეეძლებათ მოკლევადიანი შენგენის ვიზების აღება ნებისმიერი მიზნებისთვის.