ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში კოვიდით რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

12 ოქტომბერი, 2021 • 3017
საქართველოში კოვიდით რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 9-დან 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს შეზღუდვების შემოღებას ეპიდსიტუაციის მიხედვით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო 24 საათში — 4 775.  სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა (როგორც პირველი, ისე მეორე დოზით).

მასალების გადაბეჭდვის წესი