ახალი ამბები

ლანჩხუთში ენმ-ის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 ოქტომბერი, 2021 •
ლანჩხუთში ენმ-ის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთში „ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის მდივანსა და მის ცოლზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყება წერს, რომ 10 ოქტომბერს ლანჩხუთში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თავის თანაკლასელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივანსა და მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული ამ დროს ორგანიზაციის მდივნის სახლში იმყოფებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი