ახალი ამბები

ილია მეორე ნანგრევებში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

10 ოქტომბერი, 2021 • 5436
ილია მეორე ნანგრევებში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის წერილს აქვეყნებს, რომელშიც იგი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რომელსაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი