ახალი ამბები

“მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა” – ჰარცელი ბათუმზე

10 ოქტომბერი, 2021 • 5034
“მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა” – ჰარცელი ბათუმზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

ჰარცელმა სამძიმარი Twitter-ზე გაავრცელა:

“მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს”, – წერს ევროკავშირის ელჩი.

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვი. შემთხვევას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა და ის მკურნალობას ამ დროისთვის კლინიკა “მედცენტრში” განაგრძობს. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის “დადებითობის დინამიკა”.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მაშველები თითქმის 30 საათი მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ მაშველები სამძებრო სამუშაოებს აჩერებდნენ, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ნანგრევებში არც ერთი დაკარგული აღარ რჩებოდა. გომელაურმა ასევე თქვა, რომ არსებობდა დამატებითი ნგრევის საფრთხე.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სამი პირი – პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა. უწყების ცნობით, მუშებმა ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშოები ჩაატარეს, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი