ახალი ამბები

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს – მათ შორის ერთი ბავშვია

9 ოქტომბერი, 2021 • 1700
მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს – მათ შორის ერთი ბავშვია

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ორი ცხედარი ამოასვენეს – ქალი და ბავშვი. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში 3 ადამიანი რჩებოდა. მაშველები ახლა ბოლო ერთს ეძებენ.

როგორც „ბათუმელების“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, მაშველებმა სამუშაოები მცირე ხნით შეწყვიტეს.

გარეკანი ფოტო: „ფორმულა“


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 7 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი