ახალი ამბები

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა

9 ოქტომბერი, 2021 • 1147
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა.

იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს.

ინგა მეკეიძე მაშველებმა ნანგრევებიდან გუშინ ღამე ამოიყვანეს, მისი მდგომარეობა იყო მძიმე.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი