ახალი ამბები

ბათუმში ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

8 ოქტომბერი, 2021 • 1516
ბათუმში ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, ის ცოცხალია.

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, საუბარია იმ ქალზე, რომელიც ნანგრევებში 2 შვილთან ერთად მოყვა. ბავშვები მაშველებს ჯერჯერობით არ უპოვიათ.

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15-მდე საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 10-15 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, მათგან ორთან კი მაშველებს კონტაქტი ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი