ახალი ამბები

შსს ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანია ნანგრევებში

8 ოქტომბერი, 2021 • 1404
შსს ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანია ნანგრევებში

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსში, სავარაუდოდ, 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა.

ლელა სურმანიძის ინფორმაციით,  ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი. ლელა სურმანიძის თქმით, ამ სახლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე – დაშენება, სარემონტო სამუშაოები – ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რამდენ ადამიანს ეძებდნენ მაშვებელი ნანგრევებში. უწყებაში გვითხრეს, რომ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, დაახლოებით 12 საათზე, 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა. ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, თუმცა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ. ახლომდებარე მანქანიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი. მანქანას კორპუსის ნაწილი დაეცა. ბავშვს ზედაპირული დაზიანებები აქვს. ჩამონგრეული კორპუსი ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპისაა. კორპუსი 5- სართულიანი იყო, თუმცა  შემდგომში ერთი სართული დააშენეს.

განახლება:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/369425/

მასალების გადაბეჭდვის წესი