ახალი ამბები

როგორ დააკავეს ნიკა კვარაცხელიას მკველობაში ბრლადებულები – შსს-ს განმარტება

8 ოქტომბერი, 2021 • 1071
როგორ დააკავეს ნიკა კვარაცხელიას მკველობაში ბრლადებულები – შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, თუმცა სხვადასხვა სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გუშინ, 7 ოქტომბერს დააკავეს.

ამ ეტაპზე დაკავებულია ორი ბრალდებული, 2000 წელს დაბადებული აკო ჭელიძე და 1999 წელს დაბადებული გიორგი კავილაძე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ჭრილობა ნიკა კვარაცხელიას აკო ჭელიძემ მიაყენა, რის შემდეგაც ის და დანაშაულის ადგილას მყოფი გიორგი კავილაძე ნაქირავები მანქანით მიიმალნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თავდაპირევალად გიორგი კავილაძის მაღაზიაში წავიდნენ, სადაც გამოიცვალეს ტანსაცმელი, რომელიც მოგვიანებით შსს-მ ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის, დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

შსს აცხდებს, რომ ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენისას გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომანქანა ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათავლიერეს და საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები ამოიღეს.

ასევე ამოიღეს და დეტალურად დაათვალიერეს ბრალდებულების გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რამდენიმე ათეული ჩანაწერი, გაჩხრიკეს ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი.

“საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ-ს.

სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათეულობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლენილი იქნა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებისას ორივე ბრალდებულმა სცადა მიმალვა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად ორივე მათგანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამსრომლებმა ბრალდებულების ჩხრეკისას ამოიღეს დანები, მათ ხელბარგში კი ნახეს მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.

სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების წრე გაფართოვდეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი