ახალი ამბები

პროფკავშირების თავმჯდომარედ მეხუთედ აირჩიეს ირაკლი პეტრიაშვილი

7 ოქტომბერი, 2021 • 1393
პროფკავშირების თავმჯდომარედ მეხუთედ აირჩიეს ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ მე-5 ვადით აირჩიეს ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც უკვე მე-16 წელია, ამ პოსტს იკავებს.

პეტრიაშვილი, რომელიც თავმჯდომარედ პირველად 2005 წელს აირჩიეს, კიდევ 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროფკავშირებს.

პეტრიაშვილის მოადგილეებად აირჩიეს რაისა ლიპარტელიანი, ეთერ მათურელი, თამაზ დოლაბერიძე და ლავრენტი ალანია.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი პროფკავშირია, რომელიც აერთიანებს 21 დარგობროვ პროფესიულ კავშირს და ჰყავს, ჯამში, 150 000-მდე წევრი.

როგორც პროფკავშირებიდან აცნობეს „ნეტგაზეთს“, საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში 22 დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციიდან 213 დელეგატი იყო რეგისტრირებული.

ყრილობაში მონაწილეობა კი  200-მა დელეგატმა მიიღო, რომელთაგანაც პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 184-მა; წინააღმდეგ მხოლოდ 3 წავიდა, ხოლო 9 ხმა ბათილად ცნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი