ქართული კინოსა და ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი 6 ოქტომბერს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამირან ქადეიშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ოზურგეთის დრამატულ თეატრში, სადაც 120-მდე მთავარი როლი შეასრულა, ასევე თამაშობდა 30-ზე მეტ ფილმში, მათ შორის “სიყვარული ყველას უნდა”, “პირველი მერცხალი”, “მევლუდი” და სხვა.
2018 წელს ოზურგეთში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.