ახალი ამბები

რულოვსი ლიზა იასკოს ვიდეოზე: შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა — მიუღებელი

6 ოქტომბერი, 2021 • 1437
რულოვსი ლიზა იასკოს ვიდეოზე: შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა — მიუღებელი

სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს. ის უერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ექსპრეზიდენტის ახალ პარტნიორთან დაკავშირებით განცხადებას კი მოულოდნელს უწოდებს.

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და, როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი, სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”, — წერს სადრა რულოვსი.

პირცელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლიზა იასკოსთან ერთად ახალი ოჯახის შექმნაზე საუბრობს.

სააკაშვილი სანდრა რულოვსს დაშორდა და ახალი ოჯახი აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი