ახალი ამბები

“აზერბაიჯანის ავიახაზებმა” სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო | ბაქო

6 ოქტომბერი, 2021 • 1938
“აზერბაიჯანის ავიახაზებმა” სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო | ბაქო

ავიაკომპანია “აზერბაიჯანის ავიახაზებმა” (AZAL) რეისის ბაქო-ნახიჩევანი-ბაქო შესრულებისას სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ინფომაციას ავიაკომპანიაზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეისის მარშრუტის შეცვლა შეამცირებს ფრენის დროს და, შესაბამისად, ხარჯებს.

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი აჩვენებს აზერბაიჯანის მზაობას, რეგიონში სატრანსპორტო კომუნიაციების განბლოკვაზე.


ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის სახელმწიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებულია და მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ნახიჩევანს ორი მხრიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა ესაზღვრება, ასევე მცირე საზღვარი აქვს თურქეთთანაც.

სახმელეთო გზით აზერბაიჯანისა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირება ამ დრომდე სხვა ქვეყნების საშუალებით ხდებოდა. არსებობს ამის ორი საშუალება. პირველი აზერბაიჯანიდან გადის საქართველოსა და თურქეთზე, რის შემდეგაც ხვდება ნახიჩევანში. ეს შედარებით გრძელი მარშრუტია და ხშირად აერთიანებს სახმელეთო გადაზიდვების რამდენიმე სახეობას, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები. მეორე მარშრუტი აზერბაიჯანიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით მიემართება ნახიჩევანში, რაც შედარებით მოკლე მანძილია.

ამავე თემაზე:

ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი