ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი და გამოჯანმრთელდა კიდევ 1 516 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 -PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე — 5.31%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 400 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 700 შემთხვევა,
- აჭარა – 113,
- იმერეთი – 497,
- ქვემო ქართლი – 151,
- შიდა ქართლი – 125,
- გურია – 74,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270,
- კახეთი – 374,
- მცხეთა-მთიანეთი – 49,
- სამცხე-ჯავახეთი – 47,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 20 001, საიდანაც 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 348, იმერეთში – 902.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 623 830-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 9 134 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669-მდე.
