ახალი ამბები

მელია: უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ

5 ოქტომბერი, 2021 • 1625
მელია: უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ტელეკომპანია “პირველთან” აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

მელიას თქმით, დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გეგმავს განურჩევლად იმისა, თუ ვინ რა მხარდაჭერა მოიპოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში:

“უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე წარვდგებით გაერთიანებული ოპოზიცია, დედაქალაქის მერიის მომავალი მთავრობა, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი. ეს უნდა იყოს არჩევნები “ქართულ ოცნებას” უპირისპირდება ნიკა მელია კი არა – ცვლილებები. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს” ,- ამბობს ნიკა მელია.

მელიას თქმით, დედაქალაქის მერიის მაღალი თანამდებობის პირებს მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ არჩევის შემთხვევაში პარტიულ თანამდებობას დატოვებენ და მუნიციპალურ საკითხებზე გადაერთვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი