ახალი ამბები

ფესტივალებისა და კონცერტების ჩატარება ისევ ნებადართული იქნება

5 ოქტომბერი, 2021 • 906
ფესტივალებისა და კონცერტების ჩატარება ისევ ნებადართული იქნება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა.

შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

საკოორდინაციო საბჭოსვე გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი