ახალი ამბები

სააკაშვილი ზელენსკის წერილით მიმართავს

5 ოქტომბერი, 2021 • 1572
სააკაშვილი ზელენსკის წერილით მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს.

სააკაშვილი წერს, რომ გულაჩუყებულია ზელენსკის სიტყვებით და მაღალი კლასის სახელმწიფო მოღვაწის გამოხმაურებით მის უკანონო დაკავებაზე და ციხეში გამომწყვდევის გამო ფალსიფიცირებული ბრალდებებით, “რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს”.

“მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ ძალიან მიყვარს უკრაინაც, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ცხოვრების ბევრი წელი გავატარე, მყავს ოჯახი და მეგობრები და მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა თქვენ მიერ განხორციელებულ ისტორიულ ცვლილებებში და რეფორმებში. რამდენადაც, ფაქტობრივად, ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ტუსაღების დასაცავად”, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ეძებდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ და რა გარემოებებში შემოაღწია სააკაშვილმა საქართველოში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს თბილისში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის  უკრაინაში დასაბრუნებლად.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი