ახალი ამბები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ლონდონში ალიევის ოჯახის უძრავი ქონება იყიდა | Pandora Papers

4 ოქტომბერი, 2021 • 1505
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ლონდონში ალიევის ოჯახის უძრავი ქონება იყიდა | Pandora Papers

კომპანიამ Crown Estate, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მართავს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება შეიძინა. ამის შესახებ The Guardian სტატიას Pandora Papers-ის საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრნობით ავრცელებს.

ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, Crown Estate-მა ლონდონში აღნიშნული უძრავი ქონება დაახლოებით 90$ მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო  კონსორციუმმა (ICIJ) 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა ერთწლიანი ვრცელი გამოძიება, რომელიც შეეხება პრეზიდენტების, მონარქების, მინისტრების საიდუმლო აქტივებს.

Pandora Papers-ის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახმა და ოჯახის ახლობლებმა უკანანსკნელი 15 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 542 აშშ მილიონი დოლარის [£400] ქონება შეიძინეს.

Crown Estate-მა საოფისე შენობა ლონდონში 2018 წელს ოფშორული კომპანია Hiniz Trade & Investment-ისგან შეიძინა, რომელსაც ჯერ ალიევის შვილი არზუ ყურბანოვა, შემდეგ კი მეჰრიბან ალიევას მამა არიფ პაშაევი ფლობდა.

კომენტარისთვის გამოცემა დაუკავშირიდა სამეფო ოჯახსაც, სადაც განუცხადეს, რომ უძრავი ქონების დოკუმენტაცია იმ კონკრეტულ დროს სრულ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. თუმცა The Guardian მიიჩნევს, რომ Crown Estate-ს უფრო ყურადღებით უნდა შეესწავლა აღნიშნული უძრავი ქონების წარმომავლობა და ევროპარლამენტის რეზოლუცია “ალიევის და მისი ოჯახის წევრების კორუფციული ბრალდებების შესახებ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი