ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ისევ მოითხოვენ შს მინისტრის გადადგომას – რა ხდება სოხუმში

4 ოქტომბერი, 2021 • 1791
აფხაზეთში ისევ მოითხოვენ შს მინისტრის გადადგომას – რა ხდება სოხუმში

სოხუმში დეპუტატების მიერ იარაღით სროლის ფაქტებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის ფონზე, დღეს, 4 ოქტომბერს, დე ფაქტო პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც შს მინისტრისა და მოადგილის გადადგომას დე ფაქტო პარლამენტმა განმეორებით უნდა უყაროს კენჭი. პირველ შემთხვევაში, ინიციტივამ საკამარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა. ამჟამად შენობასთან მობილიზებული არიან ძალოვნები, სადაც ასევე იკრიბებიან აფხაზეთის ომის ვეტერანები.

30 სექტემბერს სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, აფხაზეთის ომის ვეტარანმა გარი კოკაიამ, “გამარჯვების” დღისადმი მიძღვნილი შეკრების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთ რესტორნის სიახლოვეს, ნასვამ მდგომარეობაში, მოქალაქეების თანდასწრებით ჰაერში პისტოლედიდან სროლა დაიწყო. ამასთან, არ დაემორჩილა ადგილზე მისულ შს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას იარაღის ჩაბარებაზე. შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, რის შემდეგაც შს თანამშრომლებმა დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, ვეტერანებს სცემეს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ომის ვეტერანი დეპუტატის თანასოფლელებმა შს მინისტრის გადადგომა უკვე აქციაზე მოითხოვეს.

გარდა ამისა, პირველ ოქტომბერს დეპუტატი ალმასხან არძინბა სამსახურის ავტომობილით მივიდა აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს შენობასთან, გადმოვიდა მანქანიდან და კალაშნიკოვის ავტომატიდან 20-ჯერ ისროლა.

დე ფააქტო გენერალური პროკურატურა ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. მომხდარის გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა. გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან დროებითი გათავისუფლება ითხოვა დე ფაქტო შს მინისტრმა, დიმიტრი დბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი