ახალი ამბები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი დაიღუპა – 4 ოქტომბერი

4 ოქტომბერი, 2021 •
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი დაიღუპა – 4 ოქტომბერი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ზე ჩატარებული 16 066 ტესტით გამოვლინდა ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა და, შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 5.40% შეადგინა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.94%.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 9 068 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 264;
  • აჭარა – 73;
  • იმერეთი – 143;
  • ქვემო ქართლი – 65;
  • შიდა ქართლი – 29;
  • გურია – 22;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65;
  • კახეთი – 154;
  • მცხეთა-მთიანეთი – 15;
  • სამცხე-ჯავახეთი – 23;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 858-ია, საიდანაც 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 474, აჭარაში – 362, იმერეთში – 878.

ამ ეტაპზე მძიმეა 962 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში – 108, იმერეთში – 271. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 28, იმერეთში – 25. 601 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 298 – თბილისში, 168 – აჭარაში. 13 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი