ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 292 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 626 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481- PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 383,
- აჭარა – 79,
- იმერეთი – 229,
- ქვემო ქართლი – 65,
- შიდა ქართლი – 36,
- გურია – 25,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 125,
- კახეთი – 168,
- მცხეთა-მთიანეთი – 23,
- სამცხე-ჯავახეთი – 27,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 18 898, საიდანაც 4 102 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,მძიმე პაციენტია 983 პირი, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 248 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 617 753-ს და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 9 038 პირი ემსხვერპლა.