ახალი ამბები

ანზორ მელია ზუგდიდის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატს უსწრებს — წინასწარი მონაცემი

3 ოქტომბერი, 2021 • 2413
ანზორ მელია ზუგდიდის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატს უსწრებს — წინასწარი მონაცემი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [09:00], ზუგდიდის მერის გამოსავლენად, დიდი ალბათობით, მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი, რომელშიც ენმ-სა და „ოცნების“ კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

ამ დროისთვის დათვლილია უბნების 45.87%, რომლის შედეგადაც, ხმები ასე ნაწილდება:

  • ანზორ მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 47.76%;
  • მამუკა წოწერია, „ქართული ოცნება“ — 40.43%;

რაც შეეხება გიორგი შენგელიას, რომელიც წარმოადგენდა პარტიას „გახარია — საქართველოსთვის“, მიიღო ხმების 10.92%. წინასწარი მონაცემებით, 200-ზე ნაკლები ხმა მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ილია ჩაჩიბაიამ, რაც 1%-იც არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი