ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [08:45 საათი], ქუთაისის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ქუთაისის უბნების 42.74%, რომლის შედეგადაც, ხმები ასე ნაწილდება:
- ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 43.81%;
- იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნება“ — 41.76%;
- გიორგი გოგუაძე, „გახარია — საქართველოსთვის“ — 8.09%;
- ანდრო ლოსაბერიძე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლი“ — 5%;
- ირინა საღინაძე, „თავისუფალი საქართველო“ — 1.35%.