ახალი ამბები

თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს — კალაძე

2 ოქტომბერი, 2021 • 1351
თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს — კალაძე

“თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგების, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს”, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კალაძე თავის ეგზიტპოლს უწოდებს ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, “გორბის” მიერ ჩატარებულ ეზგიტპოლს, რომლის თანახმადაც მოქმედი მერი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ”, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, “თუ არ ჩავთვლით მიზანმიმართულ პრვოკაციებს ჟურნალისტების მხრიდან”.

“ნუ ხართ გაღიზიანებული, უნდა შეეგუოთ წაგებას, ეს არის ამ ქვეყნის წარმატება. ნუ ნერვიულობთ”, — მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი