ზუგდიდის 90-ე საარჩევნო უბნიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეორე დამკვირვებელი გააძევეს.
რამდენიმე საათის წინ ამავე უბნიდან 3 დამკვირვებელი გააძევეს, მათ შორის, ISFED-ის და საიას დამკვირვებლები.
ამის შემდეგ საიამ ამ უბანზე სხვა დამკვირვებელი მიავლინა, თუმცა, დაახლოებით 7-ის ნახევრისთვის, საჩივრის დაფიქსირების შემდეგ, ისიც გააძევეს. ამის შემდეგ საიამ კიდევ ერთხელ გამოცვალა დამკვირვებელი.
ამჟამად უბანზე კომისიის წევრების და სხვადასხვა პირის მხრიდან ხმამაღალი საუბარი, ყვირილი გრძელდება.
„ნეტგაზეთი“ შეესწრო უბნის სიახლოვეს სიტყვიერ დაპირისპირებას ორ პირს შორის, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია დაპირისპირების მიზეზი.
ამჟამად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.