რიკოთის უღელტეხილზე ფერდი ჩამოწვა, რის გამოც ავტომობილები ცალმხრივად მოძრაობენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს.
უწყება განმარტავს, რომ უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში სრულად აღდგება.
ფეისბუკზე არაერთი მოქალაქე წერს, რომ ამჟამად რიკოთში საცობია. მათ შორის, არიან ისინიც, ვინც არჩევნებზე მოდიოდნენ.