ახალი ამბები

მაია მიმინოშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა [Video]

29 მაისი, 2012 • 1185
მაია მიმინოშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა [Video]

მიმინოშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა
მიმინოშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა

”ბიძინა ივანიშვილისა და მაია მიმინოშვილის შეხვედრა რეალურად შედგა, არანაირ პოლიტიკურ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია, ქალბატონი მაია არ აპირებს პოლიტიკაში მოღვაწეობის გაგრძელებას, უბრალოდ, დაინტერესდა ეს ადამიანი კონკრეტულად, რა გახდა ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი შუა საგამოცდო პროცესში.

 

ბუნებრივია, დაისვა კითხვა, ხომ არ შეექმნება რაიმე საფრთხე ეროვნულ გამოცდებს, რომელიც ყველასთვის, ალბათ, აღიარებულია და მისაღებია ამ ქვეყანაში, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ამ ფარგლებში იყო და არანაირ შეთავაზებაზე, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებაზე და ა.შ. საუბარიც კი არ ყოფილა”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, ქალბატონი მაია მიმინოშვილი ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდებოდა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ხელისუფლებიდან: ”უბრალოდ, სხვას არავის ეს კითხვა მისთვის არ დაუსვამს”, – განაცხადა გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი