ახალი ამბები

“თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს” – ხაზარაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

1 ოქტომბერი, 2021 • 685
“თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს” – ხაზარაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოში იმყოფება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.

“მე დადასტურებულად არ ვიცი, ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა. მეც გავრცელებული ვიდეო ვნახე. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შსს, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. მე მინდა, რომ დაველოდო ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთო კომენტარი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი