საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილას სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოში იმყოფება. მალევე, სააკაშვილმა “ფეისბუკზე” ორი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ექსპრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
სააკაშვილის მტკიცების მიუხედავად, რომ საქართველოში დაბრუნდა, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მის მიერ გავრცელებული ვიდეო ყალბია.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურებებს სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე:
Posted by Giorgi Rurua on Friday, 1 October 2021