დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 633 და გარდაიცვალა 30 ადამიანი.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 559
- იმერეთი – 311
- კახეთი – 269
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 183
- აჭარა – 121
- ქვემო ქართლი – 97
- შიდა ქართლი – 93
- მცხეთა-მთიანეთი – 39
- სამცხე-ჯავახეთი – 33
- გურია – 33
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13
რაც შეეხება ჩატარებული ტესტების რაოდენობას, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 42 657 ტესტი ჩატარდა.