ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ კოვიდ პასპორტით დაიშვება

30 სექტემბერი, 2021 • 1668
აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ კოვიდ პასპორტით დაიშვება

ხვალიდან, პირველი ოქტომბრიდან, აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები ბილეთებს მხოლოდ კოვიდ პასპორტის ქონის შემთხვევაში იყიდიან. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა.

ოფიციალური ცნობითვე, თუკი მგზავრს ბილეთის ყიდვისას კოვიდ პასპორტი არ ექნება, უნდა წარადგინოს ცნობა აცრის უკუჩვენების შესახებ.

კოვიდ პასპორტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი