ახალი ამბები

საქართველოს მშვიდი გარემო სჭირდება – დეგნანი სააკაშვილის დაბრუნებაზე

30 სექტემბერი, 2021 • 851
საქართველოს მშვიდი გარემო სჭირდება – დეგნანი სააკაშვილის დაბრუნებაზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო და არა უფრო მეტი პოლიტიკური არასტაბილურობა.

“მე არ ვაპირებ ამ საკითხით სპეკულირებას, სააკაშვილი რას იზამს და რას არა. ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც. მე ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის მშვიდი, წყანარი გარემო და არა უფრო მეტი  პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ამას ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი