ახალი ამბები

იმ შემთხვევისთვის, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ახალ საქმეებს ამზადებენ – მელია

28 სექტემბერი, 2021 • 2691
იმ შემთხვევისთვის, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ახალ საქმეებს ამზადებენ – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, პროკურატურა სააკაშვილზე ახალ სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“სანდო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას გაგანდობთ. იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს[სალომე ზურაბიშვილს], რომ პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება დაავალეს იმ შემთხვევეაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას. “ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდეს რაღაც სათადარიგო საქმე, სასოწარკვეთის მანიშნებელია. ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა”, – აცხადებს მელიას.

ჟურნალისტის კითხვაზე – ანუ ელოდებით, რომ [მიხეილ სააკაშვილი] ციხეში წავა და სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს?

“დიახაც, იმდენად არ ენდობიან. არ ვიცი, რას აპირებს ქალბატონი სალომე, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ეს აწუხებს “ქართულ ოცნებას”, ჩემი აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს”, – აცხადებს ნიკა მელია.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს? “ნეტგაზეთი” გთავაზობთ აღნიშნული საქმეების ჩამონათვალსა და მათ წინაისტორიას მოკლედ:

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი