ახალი ამბები

მარნეულში, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, საპოლიციო ძალებია მობილიზებული

28 სექტემბერი, 2021 • 827
მარნეულში, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, საპოლიციო ძალებია მობილიზებული

მარნეულის სოფელ შულავერში, სადაც დღეს საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, საპოლიციო ძალებია მობილიზებული. როგორც “ფორმულას” ვიდეოში ჩანს, პოლიციციის ავტობუსებში სამართალდამცავებთან ერთად სპეციალური ეკიპირებაც იყო.

აღნიშნულს წინ უძღოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ დარგალის განცხადება, რომელმაც დაგემილ აქციას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ აქციის მონაწილეები მიხიელ სააკაშვილის ჩამოსვლას მოითხოვდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე “ფორმულასთან” ამბობს, საპოლიციო ძალების მობილიზების მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, რათა აქციაზე არ მივიდნენ.

“სოფლის მოსახლეობა ატარებდა მშვიდობიან აქციას და თავიანთი გასაჭირიდან გამომდინარე უნდოდათ, რომ მთავრობისთვის მიეწვდინათ ხმა, რა უჭირთ, რა სჭირდებათ და რა უნდათ.

იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ამ ხალხის აზრი გაიგოს და გაითვალისწინოს, სპეცრაზემი ჩამოიყვანეს, პოლიცია მოაბილიზეს და ვითარება იქით წაიყვანეს, რომ ხალხი დაეშინებინათ. რაღაც პროვოკაციების მოწყობას აპირებდნენო, აბსურდია. თვითონ აპირებდა ეს ხელისუფლება პროვოკაციას”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი