ახალი ამბები

გარდაიცვალა 40 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 2185 ახალი შემთხვევა – 28 სექტემბერი

28 სექტემბერი, 2021 • 1016
გარდაიცვალა 40 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 2185 ახალი შემთხვევა – 28 სექტემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი(NCDC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 010 პირი.

NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 31 216 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539-ია, საიდანაც 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 609 340-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 884 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი