ახალი ამბები

ყოფილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

27 სექტემბერი, 2021 • 1603
ყოფილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცავალა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოკოლოვი ტელევიზიაში დაარსების პირველი წლებიდან მუშაობდა საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” წამყვანის პოზიციაზე. ის ათეულობით ცლების განმავლობაში ასევე მუშაობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვან როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში.

ტელეწაამყვანს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ, მიმდინარე წელს გაუხსნეს ვარსკვლავი.

გარეკანის ფოტო: კადრი “პირველი არხის” გადაცემიდან “ახალი დღე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი