Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რომ ტარდებოდეს დღეს, ვის მისცემდა მოსახლეობა ხმას, 36%-მა უპასუხა, რომ “ქართულ ოცნებას”, 27%-მა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “გიორგი გახარია – საქართველოსთვის” კი 11%-მა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, “ფორმულას” ცნობით, კითხვის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ლეიბორისტული პარტია – 4%;
- ლელო – 4%;
- ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება – 4%;
- ევროპული საქართველო – 2%;
- გირჩი – 2%;
- მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- ელენე ხოშტარია – დროა – 1%;
- ანა დოლიძე – ხალხისთვის – 1%;
- მოქალაქეები – 1%;
- Edison Researchსხვა – 3%
ამასთან, კითხვაზე “შენს ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას”, Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43%-მა “ქართული ოცნება” უპასუხა, ოპოზიციის საერთო კანდიდატი 39%-მა დაასახელა, “საქართველოსთვის” კანდიდატი კი 18%-მა.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე “თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 43%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია – 30%-მა, გიორგი გახარია – 12%-მა, ანა დოლიძე – 6%-მა, ანა ბიბილაშვილი 3%-მა, სხვა კანდიდატები კი 6%-მა.
“ფორმულას” ცნობით, Edison Research-ის კვლევის საველე სამუშაოები 12-დან 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1 500 ადამიანი, ვინ 18 წელს არის გადაცილებული და ხმის მიცემის უფლება აქვს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.