ახალი ამბები

გარდაიცვალა 27 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა – 27 სექტემბერი

27 სექტემბერი, 2021 •
გარდაიცვალა 27 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა – 27 სექტემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი(NCDC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 383  პირი.

NCDC-ის ინფორმაციით ბოლო 24 საათში სულ 13 277 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 404, საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 074 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.

მასალების გადაბეჭდვის წესი