ახალი ამბები

კალაძე – 41%, მელია – 36%, გახარია – 13% – კვლევა “მთავარი არხის” დაკვეთით

26 სექტემბერი, 2021 • 2041
კალაძე – 41%, მელია – 36%, გახარია – 13% – კვლევა “მთავარი არხის” დაკვეთით

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად თბილისის მერის არჩევნებში ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.

თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – მთავარია არხის დაკვეთით IPSOS S.A.-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა, ასეთია:

  • კახი კალაძე – 41%
  • ნიკა მელია – 36%
  • გიორგი გახარია – 13%
  • ანა დოლიძე – 4%
  • ანა ბიბილაშვილი – 2%
  • დანარჩენი კანდიდატები – 4%

მთავარი არხის ცნობით, ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები.

“ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი”, – ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით. არხის თანახმად, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. კვლევის მეთოდოლოგია –  გაეცანით.

მასალების გადაბეჭდვის წესი