ახალი ამბები

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს — ცესკო

25 სექტემბერი, 2021 • 1205
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს — ცესკო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1 002 900-ს, აქედან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის – 39 135”, — აღნიშნავს უწყება.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმება მსურველებს ცესკოს ვებგვერდზე შეუძლიათ.

“ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის”, — დასძენს ცესკო.

უწყების ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 9 სტამბაში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი