ახალი ამბები

ანა დოლიძე გიორგი გახარიას კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავაში დახმარებას სთავაზობს

24 სექტემბერი, 2021 • 1086
ანა დოლიძე გიორგი გახარიას კობახიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავაში დახმარებას სთავაზობს

თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე კონკურენტ გიორგი გახარიას სთავაზობს დაიცვას მისი უფლებები სასამართლოში, თუკი ეს უკანასკნელი გადაწყვეტს უჩივლოს ირაკლი კობახიძეს, რომელიც მას ნარკოტიკის მოხმარებაში ადანაშაულებს.

ანა დოლიძის განცხადებით, მისთვის სრულიად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება, რადგან ეს ნარკომომხმარებლების კიდევ უფრო მეტ სტიგმატზაციას იწვევს.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა გიორგი გახარიასთან, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო დონის იურისტი, მზად ვარ მხარდაჭერა გამოვუცხადო მას, უტიფარ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ”, – აცხადებს დოლიძე.

დოლიძის თქმით, ის მზადაა გიორგი გახარიას ინტერესები წარადგინოს თბილისის სასამართლოში და სტრასბურგში ცილისწამების საქმეებზე.

“ნარკომანი; კოკაინშიკი” – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია თუ სტიგმის გაძლიერება

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.