ახალი ამბებირეკლამა

რა კავშირია გენდერსა და კლიმატის ცვლილებას შორის?

4 ნოემბერი, 2021 • 1385
რა კავშირია გენდერსა და კლიმატის ცვლილებას შორის?

იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ მასალები საგანმანათლებლო პროგრამებში აქამდე არ შესულა, მოსახლეობის მიმართ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მათ სიღრმისეული ცოდნა ექნებათ საკითხისადმი. თუმცა დასაფასებელია ის, რომ უმეტესობას გაუგია ეს ტერმინი, აქვს საკუთარი აზრი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით და ადექვატურად აფასებს საფრთხეებს,”- ამბობს კახა მდივანი, კლიმატის ცვლილების ექსპერტი და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენელი.

კახა მდივანი

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კლიმატის ცვლილებების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებების შერბილების დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებს.

2017 წელს საქართველოს სათბურის აირების ემისიების მაჩვენებელი 17,766,000 ტონა CO2ის ექვივალენტი იყო. მიღებული ჩარჩო დოკუმენტი მოიცავს ემისიების შემცირების სახელმწიფო პოლიტიკასა და დეტალურ ღონისძიებებს შემდეგი სექტორების მიხედვით:

კვლევაში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ხელშეწყობით 2020 წელს ჩატარდა, ვკითხულობთ:

  • ქალები უფრო დაუცველად გრძნობენ თავს კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე, ვიდრე კაცები;
  • ქალები, კაცებთან შედარებით, მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კლიმატის ცვლილების გავლენას შემდეგ სფეროებზე: სიღარიბის ზრდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემცირება, სხვადასხვა ტიპის ინფექციებისა თუ ვირუსული დაავადებების (მათ შორის, COVID-19-ის) წარმოშობა/ გავრცელება, გულის დაავადებების, ინსულტისა და კიბოს განვითარების შემთხვევების მატება, და სიკვდილიანობის ზრდა..

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისპარიზის შეთანხმებითგათვალისწინებული საქართველოს განახლებულიეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის” (NDC) დოკუმენტში გამოკვეთილია ქალთა როლისა და საჭიროებების მხარდაჭერის ვალდებულებაც:

„საქართველო იღებს ვალდებულებას, ეროვნული ადაპტაციის გეგმის ფარგლებში, გამოავლინოს ბავშვების და ქალების საჭიროებები და განსაზღვროს პრიორიტეტები კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში.

სტატისტიკურად, დაწყებითი და საშუალო კლასების მასწავლებლების, უნივერსიტეტის ლექტორების და ექიმების უმეტესობა ქალები არიან. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ქალების, როგორც ცვლილების აგენტების როლის გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების გადასაჭრელად. ქალების ჩართულობა მოიაზრება ჯანდაცვის, ენერგოეფექტურობის, წყლის რესურსების გამოყენების, ცნობიერების ამაღლების და ცოდნის გაღრმავება-გაზიარების მიმართულებით.

კახა მდივანი:

შინამეურნეობაში დასაქმებული ქალები, რომლებიც უძღვებიან ხილბოსტნეულის მოყვანას, ამჩნევენ, რომ გარკვეული კულტურების გავრცელება კონკრეტულ ადგილებში გამარტივდა ან პირიქით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენები, სეტყვა, გვალვა, უფრო მეტად აზიანებს მოსავალს.

ამასთან, ურბანულ დასახლებებში თბური ტალღები საქართველოშიც ფიქსირდება, შესაბამისად, ქალები რომლებიც ძიძებად მუშაობენ ან თავიანთ შვილებს ასეირნებენ, უფრო მეტად დროს ატარებენ ეზოებსა თუ პარკებში და აქვთ საშუალება იგრძნონ თბური ტალღების ან განსაკუთრებით ცხელი დღეების გავლენა როგორც ბავშვზე, ისე საკუთარ თავზე, რაც მწვანე სივრცეების ნაკლებობის შემთხვევაში კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირთან (EU) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მრავალი წელია აქტიურად ეხმარება საქართველოს კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობის საქმეში. პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაში კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირებას, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მისი შედეგების მიმართ ადაპტაციას.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობა მზად არის კლიმატგონივრული ცვლილებებისთვის. დადგა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის დრო. ეს კი ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების სრულად გათვალისწინებას გულისხმობს.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი