ახალი ამბები

ტიკარაძე „თითქმის დარწმუნებულია“, რომ სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება

24 სექტემბერი, 2021 • 986
ტიკარაძე „თითქმის დარწმუნებულია“, რომ სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის „თითქმის დარწმუნებულია“, რომ სწავლა სასწავლო ოთახებში 4 ოქტომბერს დაიწყება.

მანამდე რამდენჯერმე გაცხადდა, რომ სწავლის საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში განსაახლებლად კორონავირუსის დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი იყო აუცილებელი. დღეს ტიკარაძეს ჰკითხეს, ხომ არ შეცვლილა რაიმე სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.

ტიკარაძენ განმარტა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით არაერთგვაროვანია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

„თითქმის დარწმუებულები ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღზე დაიწყება,“ – ამბობს ის.

ბოლო 7 დღის მონაცემებით საქართველოში დადებითობის მაჩვენბელი 6.46%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი