ახალი ამბები

ლანჩხუთში 40-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

24 სექტემბერი, 2021 • 1192
ლანჩხუთში 40-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომფარეთში ძლიერმა წვიმებმა საავტომობილო გზა დააზიანა, რის შედეგადაც 40-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ლანჩხუთის მერის მოადგილის, ბიძინა იმნაიშვილის განცხადებით, სოფელ ომფარეთში გზის აღდგენის სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება, მანამდე კი მოსახლეობას შეეძლება პარალელური გზით სარგებლობა.

სტიქიამ სოფელ ხორეთში დააზიანა ხიდიც, რომლის აღდგენის სამუშაოებიც, მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელი ხორეთი/ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია


გურიაში, ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოს არაერთ რეგიონში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უხვი ნალექი მოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი