შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 62 წლის მწყემსის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბ.ხ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულმა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც 62 წლამდე მწყემსი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.