ახალი ამბები

გარდაიცვალა 38 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა – 24 სექტემბერი

24 სექტემბერი, 2021 •
გარდაიცვალა 38 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა – 24 სექტემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი(NCDC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 910 პირი.

NCDC-ის ინფორმაციით ბოლო 24 საათში სულ 25 692 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.46%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635, საიდანაც 4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 087 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი.


ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი